ყურადღება, კონკურსი!!!

პატივცემულო კლუბის „რა? სად? როდის?“ მოთამაშეებო!

ცხადდება კონკურსი რუსული სიტყვა „ზნატოკის“ (Знаток) ქართული ექვივალენტის მოფიქრებაზე. არ არის აუცილებელი ეს იყოს პირდაპირი თარგმანი. საკმარისია ატარებდეს დაახლოებით იგივე დატვირთვას ჩვენი ქართული „რა? სად? როდის?“ ტუსოვკისათვის (შემდეგ კონკურსს გამოვაცხადებ სიტყვა „ტუსოვკის“ ქართული ექვივალენტის მოფიქრებაზე.

მთავარი პირობა: არ მიიღება არაქართული წარმოშობის სიტყვები (მაგალითად, ინტელექტუალი, ერუდიტი და ა.შ.)! ჩვენ გვჭირდება ქართული სიტყვა, რომელსაც დროთა განმავლობაში დავამკვიდრებთ, მათ შორის საყოფაცხოვრებო საუბარშიც.

დღეს თქვენს მიერ შეთავაზებული სიტყვა, შეიძლება გვეუცხოვოს და ყური მოგვჭრას, მაგრამ სწორი პი-არის შემთხვევაში შესაძლებელია ან რამე ძველ სიტყვას მივცეთ სრულიად ახლებური დატვირთვა ან მოვიგონოდ ახალი სიტყვა (როგორც მოხდა „ქართუ“-ს შემთხვევაში). სანამ თქვენს ვარიანტს გამომიგზავნით, წარმოიდგინეთ, რომ ტელეგადაცემაში მე მივმართავ მოთამაშეებს: „მოგესალმებით, ძვირფასო ... !!!“. სიტყვა, რომელსაც თქვენ შემთავაზებთ იდეალურად უნდა ჯდებოდეს ამ ფრაზაში.

უკვე შემოვიდა ვარიანტები:
1. მცოდნე
2. ტვინიკოსი (გამოვრიცხოთ, როგორც ირონიული დატვირთვის მქონე)
3. ჭკუის კოლოფი (გამოვრიცხოთ, როგორც ირონიული დატვირთვის მქონე)
4. ყველაზე ჭკვიანი (გამოვცრიცხოთ, რადგან ასეთი გადაცემა უკვე არსებობს)
5. კანდიდატი
6. ყოვლისმცოდნე
7. ოსტატი
8. გონებამახვილი
9. გამჭრიახი
10. მწიგნობარი
11. წიგნიერი
12. დარბაისელი

კიდევ? ველი თქვენს ვარიანტებს 1 მაისამდე!!! ვარიანტები გამოაგზავნეთ ელ-ფოსტაზე: gmosidze@yahoo.com. 1 მაისიდან 10 მაისამდე კლუბის ვებ-გვერდზე გაიმართება რეიტინგული გამოკითხვა 5-6 საუკეთესო ვერსიას შორის!

პატივისცემით, გიორგი მოსიძე

უკან წასვლა