საქართველოს კლუბი "რა? სად? როდის?"
და კავშირი "ჩვენი ბორჯომისათვის" წარმოგიდგენენ:


ინტელექტუალური თამაშების პირველი ზამთრის ფესტივალი
"ბაკურიანი-2013"
ბაკურიანი, სასტუმრო „პრემიერ პალასი“,
2-3 მარტი 2013




ბატონებო და ქალბატონებო,

2-3 მარტს ბაკურიანი უმასპინძლებს ქართულენოვანი ინტელექტუალური თამაშების პირველ ზამთრის ფესტივალს "ბაკურიანი-2013".

ფესტივალის განრიგი იხილეთ ბმულში. ფესტივალის პროგრამაშია:
1. რა? სად? როდის? (80 შეკითხვა) - 45 გუნდი
2. ბრეინ-რინგი - 32 საუკეთესო გუნდი რსრ-ს შედეგებით
3. ჯეპარდი - წერილობით შესარჩევ ტურნირში მონაწილეობა შეუძლია ყველა
მსურველს, 48 საუკეთესო მიიღებს მონაწილეობას ძირითად ტურნირში
4. ხამსა (რუსულ ენაზე) - 8 გუნდი (გუნდების ფორმირება მოხდება ორგკომიტეტთან შეთანხმებით)
5. სამთო თხილამურები, საცურაო აუზი და ა.შ. (თუ დრო გამონახეთ)
ფესტივალში მონაწილეობა უფასოა.

მგზავრობის, განთვასებისა და კვების ხარჯებს ფარავენ თავად მონაწილეები.


მონაწილე გუნდების რაოდენობა შეზღუდულია (სულ 45 გუნდი), ამიტომ ფესტივალის მასპინძლები პერსონალურად იწვევენ 30 გუნდს, რომელთა სიაც შეგიძლიათ იხილოთ ბმულში. პერსონალურად მოწვეული გუნდების კაპიტნებმა მონაწილეობის დასტურის ნიშნად, 28 იანვრამდე უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა

დარჩენილი ვაკანსიები განაწილდება გუნდებზე, რომლებიც გამოთქვამენ ფესტივალში მონაწილეობის სურვილს და 28 იანვრამდე სარეგისტრაციო ფორმა


ყველა გუნდი მინდა გავაფრთხილო: სანამ შეავსებთ ფორმას მონაწილეობის შესახებ, კარგად შეაფასეთ თქვენი ფინანასური შესაძლებლობები. ბაკურიანში გამგზავრება, განთავსება და კვება დაკავშირებულია გარკვეულ ხარჯებთან, ასე რომ ჯერ დარწმუნდით, რომ შეძლებთ ამ ხარჯების გაღებას და მხოლოდ შემდეგ დარეგისტრირდით. გუნდები, რომლებიც დარეგისტრირდებიან და შემდეგ აღარ ჩამოვლენ ბაკურიანში, დაჯარიმდებიან 100 ლარით (წინააღმდეგ შემთხვევაში არ დაიშვებიან თბილისისა და საქართველოს ჩემპიონატებზე).


ბაკურიანში განთავსების ვარიანტები:

1. სასტუმრო "პრემიერ პალასი". დაბინავება შაბათს, 23 თებერვალს 11:00-დან - გამგზავრება ორშაბათს, 25 თებერვალს 11:00-მდე (მინიმუმ 2 დღე-ღამე). სპეც.ფასი ფესტივალის მონაწილეებისთვის: ერთი კაცი 80 ლარი დღე-ღამეში სამჯერადი კვებით.განთავსება 3 და 4 ადგილიან ნომრებში. "პრემიერ პალასში" განთავსების მსურველებმა განაცხადები გამოგზავნეთ მისამართზე: casting@gametv.ge 28 იანვრამდე. იჩქარეთ, ადგილები შეზღუდულია.

2. გუნდი თავად აგვარებს თავისი განთავსების საკითხს ბაკურიანში და დათქმულ დროს მოდის "პრემიერ პალასში" სათამაშოდ (ბაკურიანში ბევრი სასტუმროა, განთავსება აგრეთვე შესაძლებელია კერძო სექტორში).

გელით ბაკურიანში!
პატივისცემით, გიორგი მოსიძე

უკან წასვლა