ყურადღება!!!

17 ოქტომბერს გაიხსნება თბილისის 41-ე ჩემპიონატი პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე და ჩელენჯ-ლიგებში. ამ ტურნირს უმასპინძლებს თბილისის №199 საჯარო სკოლა ("კომაროვი").

ჩელენჯ-ლიგაში თამაშის მსურველმა ახალმა გუნდებმა 11 ოქტომბრამდე რეგისტრაცია გაიარეთ მათე ჭითანავასთან: mate_chitanava@yahoo.com
წერილში უნდა გამოაგზავნოთ: თქვენი გუნდის სახელი, კაპიტნის სახელი და გვარი, ელ.-ფოსტა და მობილური ტელეფონი.


თბილისის №199 საჯარო სკოლა ("კომაროვი") მისამართი: თბილისი, საბურთალო, ვაჟა-ფშაველას გამზ. №49 (სკოლა მდებარეობს წმინდა ნინოს ეკლესიის უკან. მეტრო "დელისიდან" წმ.ნინოს ეკლესიამდე დაახლ. 300 მეტრია ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმართულებით). თამაშები გაიმართება მე-3 სართულზე განლაგებულ სააქტო დარბაზში.

17 ოქტომბერი, კვირა
თბილისის ჩემპიონატი (199-ე სკოლაში)
განრიგი და რედაქტორები:
12.00 - ჩელენჯ-ლიგა-2 (წამყვანი – დავით გორგილაძე)
13.30 - IV ლიგა-1 (წამყვანი – დავით გორგილაძე)
15.00 - III ლიგა-1 (ავტორი/რედაქტორი - დავით გორგილაძე/ირაკლი ისაკაძე)
16.30 - II ლიგა-1 (ავტორი/რედაქტორი – ანტონ ვაჭარაძე)
18.00 - I ლიგა-1 (ავტორი/რედაქტორი – ირაკლი ნაზღაიძე)


უკან წასვლა