ყურადღება!!!

თბილისის 39-ე ჩემპიონატის პირველი ტურის შემდეგ შემოვიდა 5 აპელაცია (ყველა სუპერლიგაში).

სააპელაციო ჟიური:
ეკა ჩხარტიშვილი (თავმჯდომარე)
სულხან ბეჟანიძე
ნათია ქვაჩაკიძე

სუპერლიგაში მოიხსნა №5 და №6 შეკითხვები.

ქვემოთ მოყვანილ ბმულებში იხილეთ სააპელაციო ჟიურის მუშაობის შედეგები:

გუნდი ”პენტიუმი” - კითხვა #5
გუნდი ”მიმინო” - კითხვა #6
გუნდი ”ექსკალიბური” - კითხვა #6
გუნდი ”მიმინო” - კითხვა #12
გუნდი ”მიმინო” - კითხვა #20

სატურნირო ცხრილი სუპერლიგაში მოხსნილი შეკითხვების გათვალისწინებით

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის მეორე ტური გაიმართება 1 ნოემბერს, კვირას, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის I კორპუსის I სართულის ფოიეში. მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №33, თსსუ.

განრიგი:
ჩელენჯ ლიგა - 12:00
III ლიგა - 13:30
II ლიგა - 15:00
I ლიგა - 16:30
სუპერლიგა - 18:00

ჩემპიონატში მონაწილეობის საორგანიზაციო გუნდური შესატანი შეადგენს:
სუპერლიგა – 48 ლარი
პირველი ლიგა – 42 ლარი
მეორე ლიგა – 42 ლარი
მესამე ლიგა – 36 ლარი
ჩელენჯ–ლიგა – 36 ლარი

პატივისცემით, გიორგი მოსიძე

უკან წასვლა