გუშინ დასრულდა საქართველოს მე-13 ჩემპიონატი ”რა? სად? როდის?”. ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღეს 53 გუნდმა: თბილისიდან 26 გუნდი, ხოლო რეგიონებიდან 27 გუნდი. ა-ჯგუფში თამაშობდნენ რეგიონების გუნდები, ხოლო ბ-ჯგუფში თბილისის. ორივე ჯგუფიდან ფინალში გავიდნენ 12-12 გუნდი, იმის გამო რომ თბილისის ჯგუფში მე-12 და მე-13 ადგილზე მყოფ გუნდებს ჰქონდა ერთნაირი ქულები, გავიდნენ ორივე ეს გუნდი. ამ გვარად ფინალურ სტადიაში მონაწილეობდა სულ 25 გუნდი.
ჩემპიონატი გამოდგა ძალზედ საინტერესო და დაძაბული. გამარჯვებულის ვინაობა გაირკვა მხოლოდ სუპერფინალის დამატებითი კითხვების შემდეგ, სადაც გაიმარჯვა გუნდმა ”გალახადმა”(თბილისი) - კაპიტანი გიორგი ბაქრაძე. ვულოცავთ მათ ამ წარმატებას. მე-2 ადგილზე გავიდა ”მესამე გზა”(თბილისი) - კაპიტანი ბესიკ ბუთურიშვილი, ხოლო მე-3 ადგილი დაიკავა გუნდმა ”ენიგმა”(თბილისი) - კაპიტანი სერგი კაპანაძე. აღმოსავლეთ საქართველოს საუკეთესო გუნდი გახდა ”ახმეტა”, ხოლო დასავლეთიდან ქუთაისის ”კოზა ნოსტრა”. ჩემპიონატის ფინალური შედეგები შეგიძლიათ იხილოთ აქ

ამ ჩემპიონატში გუნდი ”გალახადი” გამოდიოდა შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი ბაქრაძე (კაპიტანი)
თამარ შარაშიძე
ნიკა გვარამია
ზურაბ მაღრაძე
ლადო ნაცვლიშვილი
ლევან ჩხეიძე
გუნდის სურათი
უკან წასვლა