20 მაისს გაიმართა თბილისის 34-ე ჩემპიონატის ბოლო მეექვსე ტური. ჩემპიონი გახდა გუნდი ”პანკი”. ვულოცავთ მათ ამ წარმატებას. ჩემპიონატის სრული შედეგები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:
უმაღლესი ლიგა* | პირველი ლიგა* | მეორე ლიგა*

*უმაღლესი ლიგა დატოვეს გუნდებმა: ”ექსკალიბური”, ”ფაილი” და ”არგონავტები”
უმაღლეს ლიგაში გადავიდნენ: ”SS”, ”კანუდოსი” და ”ბოკა ხუნიორსი”
პირველი ლიგა დატოვეს გუნდებმა: ”ნეო”, ”იმედი”, ”იქსი” და ”ჰოლი”
პირველ ლიგაში გადავიდნენ: ”ქარონი”, ”აია” და ”პირამიდა”
მეორე ლიგა დატოვეს გუნდებმა: ”ფენიქსი”, ”მეოხი”, ”ჩიპი” და ”ზაზა”

ყველას ვულოცავთ კიდევ ერთი ჩემპიონატის დამთავრებას, იმედია მომავალ სეზონში ისევ შევხვდებით. ყველას კარგ დასვენებას გისურვებთ.

ყურადღება, თბილისის 35-ე ჩემპიონატის თამაშები დაიწყება 23 სექტემბერს.

უკან წასვლა