ძვირფასო მეგობრებო, 21 დეკემბერს დასრულდა თბილისის 37-ე ჩემპიონატი. ჩემპიონი გახდა* გუნდი ”გალახადი” (კაპ. ზურაბ მაღრაძე), მეორე ადგილი* ერგო გუნდ ”ენიგმას” (კაპ. სერგი კაპანაძე), ხოლო მესამე ადგილოსანი* გახდა გუნდი ”მიმინო” (კაპ. გიორი ლომიძე). ვულოცავთ მათ ამ შედეგს!!!
უმაღლესი ლიგიდან პირველ ლიგაში გავარდნენ შემდეგი გუნდები: ”ცუგცვანგი”, ”TBRock”, ”ბურლაგა”, ”P.S.”, "ნიანგი" და ”დრო”.
პირველი ლიგიდან უმაღლეს ლიგაში გადავიდნენ გუნდები: ”პირამიდა” და ”დიმ. გელოვანი”.
დანარჩენი შედეგები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე: უმაღლესი ლიგა | პირველი ლიგა | მეორე ლიგა | მესამე ლიგა | ჩელენჯ-ლიგა


თბილისის შემდეგი 38-ე ჩემპიონატი განახლდება 15 მარტს. განრიგი და ახალი გუნდების რეგისტრაციაზე ინფორმაცია იქნება მითითებული საიტის სიახლეებში და ფორუმზე


*- შედეგები შეიძლება შეიცვალოს აპელაციების შემდეგ. აპელაციები მიიღება 25 დეკემბრის 18:00 საათამდე

უკან წასვლა