ძვირფასო მოაზროვნეებო!

კვირას, 17 ოქტომბერს გაიმართა თბილისის 41-ე ჩემპიონატის პირველი ტური ინტელექტუალურ თამაშში "რა? სად? როდის?" (სპორტული ვერსია). თბილისის 199-ე საჯარო სკოლაში (კომაროვი) ჩატარდა I ტური პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე და ჩელენჯ ლიგებში.

ჩემპიონატში მონაწილეობას იღებს 192 გუნდი. ამგვარად ჩვენ გავაუმჯობესეთ 2010 წლის გაზაფხულზე ჩვენს მიერვე დამყარებული მსოფლიო რეკორდი - 190 მონაწილე გუნდი რეგულარულ ჩემპიონატში. დღემდე არსად და არასოდეს 192 გუნდს არ უთამაშია რეგულარულ საფუძველზე რაგინდარა ქალაქის ჩემპიონატში. მიმდინარე წელს თბილისი მეორედ ხდება ყველაზე "რა? სად? როდის?"-ული ქალაქი მსოფლიოში. კიდევ ერთხელ, ყველას გილოცავთ ამ მიღწევას!!!

შედეგები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე: I ლიგა | II ლიგა | III ლიგა | IV ლიგა | ჩელენჯ-ლიგა



*- აპელაციები მიიღება 21 ოქტომბრის 21:00 საათამდე

უკან წასვლა